ავტორი:

83 წლის ასაკში ხელბურთელი და მწვრთნელი ჯანო ბაგრატიონი გარდაიცვალა

83 წლის ასაკში ხელბურთელი და მწვრთნელი ჯანო ბაგრატიონი გარდაიცვალა

სპორტსმენი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი და პედაგოგი, ჯანო ბაგრატიონი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1963 წელს მან დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1976 წელს საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “.

ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალებას ეხმიანება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სამძიმრის წერილს ავრცელებს.

"მწუხარებას გამოვთქვამ სახელოვანი ხელბურთელის, მწვრთნელისა და სპორტის მოღვაწის ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალების გამო.

ბატონმა ჯანომ არაერთი გამარჯვება მოუტანა ქართულ სპორტს, შემდეგ კი ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდა ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდას. ამავე დროს იგი გახლდათ სამაგალითო მოქალაქე მეგობრებისთვის, კოლეგებისთვის, ახალგაზრდებისთვის.

ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ჯანო ბაგრატიონის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.