ავტორი:

"სააკაშვილის ჯანმრთელობა ისეთ მდგომარეობაშია, 6 წელი კი არა, 6 თვეც ძალიან ბევრია" - გიული ალასანია

"სააკაშვილის ჯანმრთელობა ისეთ მდგომარეობაშია, 6 წელი კი არა, 6 თვეც ძალიან ბევრია" - გიული ალასანია

სააკაშვილის ჯანმრთელობა ისეთ მდგომარეობაშია, რომ 6 წელი კი არა, 6 თვეც ძალიან ბევრია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება და საჭიროა მისი საზღვარგარეთ გაყვანა.

როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, ყოფილ პრეზიდენტს არა თუ მკურნალობა, გამოკვლევებიც არ ჩატარებია.

"გრძელდება პროცესი. მთელ ამ პროცესებში არის ერთი მხარე, რაზეც შესაძლოა ჩაითვალოს, რომ დანაშაულს მაინც ჰქონდა ადგილი - საზღვრის უკანონო გადმოკვეთა. მეორე მხრივ, როგორც ჩანს, მან აირჩია ისეთი გზა, რომ ნაკლები მსხვერპლით მომხდარიყო ეს.

რაღაც ვიცოდი, რაღაც არ ვიცოდი და გავიგე მისი გამოსვლიდან. მე, როგორც დედას, ყველაზე ძალიან მისი ჯანმრთელობა მაწუხებს, რადგან გამოსვლიდან გავიგე, რომ გუშინ გამხდარა ცუდად. რეალურად, გამოკვლევაც არ ჩატარებია და მკურნალობაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. დღეს გამოსვლაში ახსენა, „ჩემი მკურნალობა შეუძლებელია აქ“. ჩვენს სასამართლოს რომ ვუყურებ, კარგი მოლოდინი არ მაქვს, სამწუხაროდ. მისი ჯანმრთელობა ისეთ მდგომარეობაშია, რომ 6 წელი კი არა 6 თვეც ძალიან ბევრია და ყოველ წუთშია საჭირო მისი გაყვანა”, - განაცხადა გიული ალასანიამ.