"მიხეილ სააკაშვილს ისეთი პასაჟები ჰქონდა, მარტო დიეტოლოგებს კი არა, სერიოზულ ფსიქოლოგებს ჰყავთ გასასინჯი" - ამის შესახებ „მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ციხე სააკაშვილზე კარგად ვერ მოქმედებს.
სავარაუდოდ, მასზე ის პერსპექტივა მოქმედებს, რომ ციხეში დიდი ხნით მოუწევს ყოფნა.
"ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა სააკაშვილმა ჩემზე. გამიჩნდა შთაბეჭდილება, რომ მასზე ძალიან მძიმედ მოქმედებს ციხე და ის პერსპექტივა, რომ კარგა ხანს ციხიდან ვერ გამოვა, როგორც ჩანს, ეს მძიმედ მოქმედებს მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ზოგჯერ მეშინოდა კიდეც გულწრფელად, მართლა ჯანმრთელად არის თუ არა ფსიქიკურად, ისეთი პასაჟები ჰქონდა, ვფიქრობდი, რომ მარტო დიეტოლოგებს კი არა, სერიოზულ ფსიქოლოგებს ჰყავთ გასასინჯი. ამას არ ვამბობ დაცინვით, როგორც ჩანს, ციხე მასზე კარგად ვერ მოქმედებს,"- განაცხადა ელისაშვილმა.