ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ საქართველო და უკრაინა მისი წევრები გახდებიან და ეს გადაწყვეტილება ალიანსმა 2008 წლის სამიტის დროს მიიღო.
მედიის ინფორმაციით, სტოლტენბერგმა აღნიშნული განცხადება იტალიურ გამოცემა La Repubblica-სთან ინტერვიუში გააკეთა. ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ კონკრეტულად არაფერი თქმულა იმის შესახებ, თუ როდის მიიღებს ალიანსი საქართველოსა და უკრაინას თავის რიგებში. ინტერვიუს დროს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ალიანსი თავის "ღია კარის“ პოლიტიკას რუსეთთან უსაფრთხოების დიალოგს არ შესწირავს.