ავტორი:

"დადგა ის დღე,როდესაც მეც მომაკითხა..იყავით ფრთხილად. უბრალოდ გაციება მეგონა" - რას წერს სოფო ჯაფარიძე

"დადგა ის დღე,როდესაც მეც მომაკითხა..იყავით ფრთხილად. უბრალოდ გაციება მეგონა" - რას წერს სოფო ჯაფარიძე

სოფო ჯაფარიძე, რომელიც პანდემიის განმავლობაში საზოგადოებას კოვიდთან ბრძოლაში ეხმარებოდა, ახლა თავადაა კორონავირუსით ინფიცირებული. აღნიშნულის შესახებ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

"ორი წელი ხდება, რაც ჩემი ცხოვრება მთლიანად მოიცვა სხვა ადამიანების კოვიდთან ბრძოლამ და დადგა ის დღე,როდესაც მეც მომაკითხა.

პ.ს. იყავით ფრთხილად. უბრალოდ გაციება მეგონა, რადგან არც პსრ-ით და არც სწრაფი ტესტით არ დამიდასტურდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც სურდო დამეწყო.ახლა უკვე გამოჯანმრთელების ფაზაში ვარ.

ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ მე ისევ ისე ვდგავარ თქვენს გვერდით, როგორც აქამდე.

ჩემი კოვიდი არ შეგვიშლის ხელს თუ რამე დაგჭირდათ მომწერეთ/დამირეკეთ. თქვენს გვერდით ვარ" - წერს სოფო ჯაფარიძე.