ლაგოდეხში 35 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, ის უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ქალი ყოფილმა მეუღლემ ჯერ მოკლა, შემდეგ კი საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა.
მომხდარზე გამოძიება სსკ -ის 11 პრიმა 109 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდარზე დაკავებულია 1 პირი.
შემთხვევა გუშინ მოხდა.