ავტორი:

სემეკთან ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე 2 პირი დააკავეს

სემეკთან ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე 2 პირი დააკავეს

სემეკთან, სადაც პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა, ელექტროენერგიის ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით, აქციას მართავს, ორი პირი დააკავეს.

ახალგაზრდული ფრთის წევრებს დავით ნარმანიასთან შეხვედრა სურდათ, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ხმაური მოჰყვა.

პოლიციამ გიორგი წულაია და დიმა ბიძინაშვილი დააკავა.