ავტორი:

სულ რამდენი "ომიკრონის" შემთხვევაა ამ დროისთვის დადასტურებული საქართველოში და მათგან რამდენს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია - თამარ გაბუნიას განმარტება

სულ რამდენი "ომიკრონის" შემთხვევაა ამ დროისთვის დადასტურებული საქართველოში და მათგან რამდენს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია - თამარ გაბუნიას განმარტება

საქართველოში ლაბორატორიულად "ომიკრონის"​ 1200-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც ჰოსპიტალური მკურნალობა 14 პაციენტს დასჭირდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას განაცხადა.

"საქართველოში ლაბორატორიულად "ომიკრონის“ 1200-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ითვლება, რომ ცირკულაციაში ნახევარზე მეტი, სავარაუდოდ, "ომიკრონია“. აქედან უმეტესობა თბილისშია. დადასტურებული შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14 პაციენტს დასჭირდა, რაც დაბალი მაჩვენებელია. "ომიკრონით" ინფიცირებულების დიდი ნაწილი ვაქცინირებული იყო, "ბუსტერიც" გაკეთებული ჰქონდათ", - განმარტავს გაბუნია.