ავტორი:

"პატივს ვცემ ინფექციონისტებს, რომელთაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, მაგრამ ვერ დავეთანხმები" - ამირან გამყრელიძე

"პატივს ვცემ ინფექციონისტებს, რომელთაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, მაგრამ ვერ დავეთანხმები" - ამირან გამყრელიძე

"პატივს ვცემ ინფექციონისტებს, რომელთაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, ვიცნობ მათ და ისინი პროფესიონალები არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები. თერმოსკრინინგს ნუ შევაჩერებთ, ამ ეტაპზე უნდა იყოს" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში სავალდებულო თერმოსკრინინგი არის წესრიგის ერთ-ერთი ინდიკატორი.

"შეიძლება დაინფიცირებულ ადამიანს არ ჰქონდეს ტემპერატურა, მაგრამ თერმოსკრინინგი გახდა ჩვენი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების წესრიგის გამოხატულების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი. ადამიანი რომ შედის დაწესებულებაში და იცის, რომ გაუზომავენ ტემპერატურას, ის აუცილებლად გაიკეთებს პირბადეს. ის მოემზადება და თუ მას ჰქონდა რაიმე ნიშნები, არ შევა ამ დაწესებულებაში, იქნება ეს მაღაზია თუ რაიმე სხვა ტიპის სავაჭრო ობიექტი ან ნებისმიერი სხვა“, - განმარტა გამყრელიძემ.