80 ცალი კარაქი, 32 ცალი "სნიკერსი", 12 "ქინდერი", 6 "ბაუნტი", რამდენიმე "ტვიქსი" და 10 წყვილი წინდა - ეს საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების ნაქურდალია.
ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტის მოპარვის გამო, საქართველოს ორი მოქალაქე 15 იანვარს დააკავეს.
როგორც ფრანგული გამოცემა ledauphine წერს, ეს შესაძლოა, ღიმილის მომგვრელი ქურდობა იყოს, თუმცა რეალურად, საქმე უფრო კომპლექსურია და ძარცვით დაკავებულ დაჯგუფებებს ეხება, რომლებიც დროდადრო სხვადასხვა მაღაზიებს ქურდავენ.
გამოცემის ცნობით, დაკავებულები 1989 და 1990 წელს დაბადებული პირები არიან. ისინი საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა სიაში იყვნენ. სამართალდამცველების გადაწყვეტილებით, მათი დეპორტაცია იგეგმება და საფრანგეთის ტერიტორია დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ.