ავტორი:

სომხეთში ქრისტეს გიგანტური, მსოფლიოში ყველაზე დიდი ქანდაკების დადგმას გეგმავენ - გაგიკ წარუკიანის ინიციატივა

სომხეთში ქრისტეს გიგანტური, მსოფლიოში ყველაზე დიდი ქანდაკების დადგმას გეგმავენ - გაგიკ წარუკიანის ინიციატივა

პარტია "აყვავებული სომხეთის" ლიდერის, ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანის ინიციატივით, სომხეთში იესო ქრისტეს გიგანტური ქანდაკების შექმნაზე ტენდერი გამოცხადდება. ამის შესახებ ნარუკიანი "ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

"მიჰყვე უფლის ხმას - დაეხმარო ადამიანებს რამდენადაც შეგიძლია, ჭეშმარიტი ქრისტიანის გზაა...

ძვირფასო სომხებო,

ჩვენი სამშობლო რთულ პერიოდს გადის, მაგრამ სომხები პირველი ერია, რომლებმაც ქრისტიანობა მიიღეს, რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სირთულეებს და დროა, რწმენით კიდევ გავერთიანდეთ.

ამიტომ, ჩემი ოჯახის ინიციატივით ცხადდება კონკურსი, რათა გავაკეთოთ იესო ქრისტეს ქანდაკება, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი იქნება. დაე, ამან აჩვენოს თავიდან დაბადებისა და სინათლის გზა სომეხ ხალხს“, - წერს სოციალურ ქსელში წარუკიანი.

წყარო: hetq.am