ავტორი:

ფონიჭალაში პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდნენ - დაკავებულია 3 პირი

ფონიჭალაში პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდნენ - დაკავებულია 3 პირი

ფონიჭალაში პოლიციელის ცემის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, პოლიციელი მომხდარის დროს სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. მასსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მაღაზიის რიგში დაიწყო. მოქალაქეებს სალაროსთან ურიგოდ მისვლა სურდათ, რაზეც სამართალდამცველმა მათ შენიშვნა მისცა, რის გამოც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაშავებულს სამედიცინო დახმარება გაეწია.