ავტორი:

"შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება - "ნაცმოძრაობის" ხასიათი, შინაარსი, ფერი, ზნე საკადრო ცვლილებებით ვერ შეიცვლება" - ვოლსკი

"შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება - "ნაცმოძრაობის" ხასიათი, შინაარსი, ფერი, ზნე საკადრო ცვლილებებით ვერ შეიცვლება" - ვოლსკი

როგორც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით შეიძლება ჯამი შეიცვალოს, აქსიომაა, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება - "ნაციონალური მოძრაობის" ხასიათი, შინაარსი, ფერი, ზნე ვერანაირი საკადრო ცვლილებებით ვერ შეიცვლება, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პარტია “ნაციონალურ მოძრაობის“ სამდივნოში განხორციელებულ ცვლილებებს.

ვოლსკის თქმით, “ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ წინ ის ადამიანები წამოიწევიან, ვინც მიხეილ სააკაშვილის ინსტრუქციით მუშაობას გააგრძელებენ, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს".

ვოლსკი იმასაც აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, მათთან თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ხედას.

"ცალკეულ ლიდერებს, დეპუტატთა ჯგუფს ამის სურვილი რომც ჰქონდეთ, იდეები გაუწბილდებათ როგორც კი საქმეში მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმი და ხედვები ჩაერთვება. მიხეილ სააკაშვილი აჯანყების გეგმიდან დესტაბილიზაციის გეგმაზე გადავიდა. რეალურად პერსპექტივას იმისას, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში იმუშავებს და თუნდაც ცალკეულ საკითხებზე მწვავე დებატებში შემოვა, ვერ ვხედავ. თუ ეს მაინც მოხდა, ბოდიშსაც მოვიხდი!“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.