ავტორი:

წარმატებული ქალი ქართულ ფეხბურთში, რომელიც სტერეოტიპებს ანგრევს - "7 წლის ვიყავი, მამა რომ დამეღუპა... როდესაც წამოვიზარდე, მომინდა, მის კვალს გავყოლოდი"

წარმატებული ქალი ქართულ ფეხბურთში, რომელიც სტერეოტიპებს ანგრევს - "7 წლის ვიყავი, მამა რომ დამეღუპა... როდესაც წამოვიზარდე, მომინდა, მის კვალს გავყოლოდი"

ხშირად გვსმენია, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების გზა მაღალი დონის საბავშვო აკადემიებსა და ახალი ტიპის საკლუბო მენეჯერებზე გადის. sportall.ge-ს მკითხველებს ამ მიმართულებით ერთ საინტერესო ადამიანს, ანა წერეთელს გავაცნობთ, რომელიც ერთგვარად სტერეოტიპებსაც ანგრევს - ჩვენს ქვეყანაში რომ სპორტული ფუნქციონერი ქალები ნაკლებად არიან. დანარჩენს კი ინტერვიუდან გაიგებთ...

- ქართველ ქალებს სპორტის მენეჯმენტში იშვიათად ვაწყდებით, თქვენ კი უკვე "ინტერის აკადემიის" დირექტორი ხართ. როგორ მიიღეთ ეს გამოწვევა და რამდენად მოგწონთ?

- "ინტერის აკადემიის" საქართველოში გახსნა ჩემი დიდი სურვილი იყო. როგორც ცნობილია, სერია "ა"-ში ის საუკეთესოა. პირადი კონტაქტებით, მილანში დავუკავშირდი მათ ხელმძღვანელობას და დავითანხმე, საქართველოში, თბილისში - "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" ბაზაზე აკადემია გაგვეხსნა. "ინტერის" ლიცენზია გვაქვს საქართველოს მასშტაბით და ვგეგმავთ რეგიონებში გაფართოებას. ძალიან მიყვარს და მომწონს ჩემი საქმიანობა, არ ვზოგავ ენერგიას.

- ფეხბურთი თქვენთან დიდი დოზითაა. ქუთაისის "ტორპედოს" სამეთვალყურეო საბჭოში ხართ და "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში" სპორტის მიმართულებით მოღვაწეობთ. რამდენად ახერხებთ ძალების გადანაწილებას და თქვენი ამ საქმიანობებისადმი დამოკიდებულებებზე რომ გვიამბოთ?

- ძალების გადანაწილებას თავისუფლად ვახერხებ. ეს ის სფეროა, სადაც თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. ქუთაისის "ტორპედოს“ ყველა თამაშზე დავდივარ.

დანარჩენ დროს "ინტერის აკადემიის" ფორმირებაში ვატარებ. თებერვლიდან ვიწყებთ 12-დან 15 წლამდე ბავშვების შერჩევას - შუა რიცხვებში ჩამოდის აკადემიის მწვრთნელი, რომელიც თბილისში იცხოვრებს და ჩვენს აკადემიას უხელმძღვანელებს. შევარჩიეთ 12 ქართველი სპეციალისტი, რომლებმაც გაიარეს გადამზადება და იტალიური სისტემით, მათივე მეთვალყურეობის ქვეშ ავარჯიშებენ ქართველ და უცხოელ ბავშვებს.

- ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 2007 წელს, ნოდარ ახალკაცი-უმცროსის დროს იყავით. რა მიმართულებით მუშაობდით და იმ პერიოდს როგორ შეაფასებდით?

- პროფესიით იურისტი ვარ, 2006 წელს დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა და 2007 წელს დავიწყე ფეხბურთის ფედერაციაში, კერძოდ, საკლუბო ლიცენზირების მიმართულებით მუშაობა, სადაც ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება მივიღე. გააგრძელეთ კითხვა