საქართველოში არსებობს, ეს ჯგუფი თუ ივლის დაწესებულებაში და პაციენტს ექნება ამის მიმღებლობა, ეს იქნება ჩვენი რეკომენდაცია, - ამის შესახებ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრმა, ექიმმა გრიგოლ ხურციძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტი მის მდგომარეობას სწორედ იმ დაწესებულებას უკავშირებს, სადაც ის იმყოფება.
"სტრესის მართვის ჯგუფი საქართველოში არსებობს და ეს ჯგუფი თუ ივლის დაწესებულებაში და პაციენტს ექნება ამის მიმღებლობა, ეს იქნება ჩვენი რეკომენდაცია. ამის მეტ გამოსავალს ვერ ვიტყვით, მაშინ უნდა თქვათ, რომ პაციენტი უნდა გამოვიდეს პენიტენციური დაწესებულებიდან და დაუბრუნდეს სოციუმს, რაც ცხადია, არ მოხდება. ამიტომ არის გამოსავალი ცუდს და უარესს შორის, ანუ კარგი გამოსავალი აქ მისთვის არ არის, სანამ იქნება იქ იქნება ამ მდგომარეობაში, ცუდი გამოსავალია, რომ იმ მდგომარეობაში სადაც არის, რამე შვება ვაგრძნობინოთ და უარესია, რომ საერთოდ არაფერი გავაკეთოთ. არანაირი გარანტია არ არსებობს, თქვენ თუ ამ ოთახში ზიხართ და ამ ოთახის გეშინიათ, რა ფსიქო-თერაპიაც არ უნდა ჩაგიტაროთ, შეიძლება ცოტა შეგაგუოთ, მაგრამ ძირითად პრობლემას ვერ მოგიხსნით", - განაცხადა ხურციძემ.
მისივე თქმით, პაციენტს გაუმჯობესება აქვს იმ მხრივ, რომ "სასიკვდილო მდგომარეობიდან, ეპილეფსიის სტატუსიდან და ვერნიკეს მძიმე ენცეფალოპათის ფაზიდან გამოვიდა“, თუმცა, ფსიქიურად მისი მდგომაროება არ გაუმჯობესებულა, ამასთან სააკაშვილს აწუხებს ინსომნია და კოშმარები ძილის დროს.
"კვება დაიწყო რამდენადმე, ფიზიკურად ძალა მოიმატა, სიარული შეუძლია, მაგრამ ამ წერტილზე დადგა და ამის მერე მისი მდგომარეობა არც სომატურად, არც ფსიქიურად არ უმჯობესდება.
რაც წინა ნევროლოგიურ კვლევებში გვიწერია, არაფერი შეცვლილა - ბალანსის ცვლილება, დეპრესიული მდგომარეობა, ისევ კოშმარები ძილის დროს, ბალანსის დარღვევა, მზერის პარალიზი, გამოხატული სისუსტე, ცდომილობის დარღვევა სხეულის სხვადასხვა ნაწილში, გლდანის მერე რაც ვნახეთ, ეს აქვს და არ შეცვლილა. ფიზიკურად ძლიერად არის, რადგან კვება დაიწყო ნაწილობრივი, სიარული შეუძლია, სუსტად, მაგრამ ბალანსი უჭირს, რისკი რომ დაეცეს, აქვს. ასევე უძილობა აქვს, ეს სერიოზული მომენტია, ფაქტობრივად, ინსომნია სჭირს ქრონიკული, რისთვისაც მედიკამენტოზური დახმარება სჭირდება, რომ დაიძინოს“, - განაცხადა ხურციძემ.