ავტორი:

გასპარ ულიელი: 37 წლის ასაკში ტრაგიკულად დასრულებული სიცოცხლე - "ის იყო შთამბეჭდავი ნიჭისა და გარეგნობის მსახიობი, რომელიც მაგნიტივით გიზიდავდა"

გასპარ ულიელი: 37 წლის ასაკში ტრაგიკულად დასრულებული სიცოცხლე - "ის იყო შთამბეჭდავი ნიჭისა და გარეგნობის მსახიობი, რომელიც მაგნიტივით გიზიდავდა"

კინოს სამყარომ მომხიბვლელი და ნიჭიერი მსახიობი, ფრანგი გასპარ ულიელი დაკარგა. ის 37 წლის ასაკში, თხილამურებით სრიალის დროს მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.

ოჯახის ცნობით, გასპარ ულიელმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები საფრანგეთის ალპებში სრიალის დროს მიიღო. მსახიობი გრენობლის კლინიკაში გადაიყვანეს და კლინიკაში შეყვანიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.

  • აღსანიშნავია ისიც, რომ გასპარ ულიელი Marvel-ის Moon Knight-ის თრეილერის გამოსვლიდან მეორე დღეს გარდაიცვალა, სადაც ის Midnight Man-ის როლს ასრულებს.

გასპარ ულიელის გარდაცვალებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის, მსახიობები, პოლიტიკოსები.

"ფრანგულმა კინომ უდიდესი ტალანტი, შარმითა და ენერგიით აღსავსე ადამიანი დაკარგა“, - დაწერა "ტვიტერში“ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მარმა.

"შთამბეჭდავი ნიჭისა და გარეგნობის მქონე მსახიობი, რომელიც მაგნიტივით გიზიდავდა“, - წერს გარდაცვლილის შესახებ მწერალი და კრიტიკოსი გასპარ სალმანი.

გარდა იმისა, რომ ის იყო კინოს ვარსკვლავი, ასევე ჰქონდა წარმატებული სამოდელო კარიერა. იყო სუნამოს, Bleu de Chanel-ის სახე და მონაწილეობდა 2010 წლის სატელევიზიო რეკლამაში, რომელიც მარტინ სკორსეზემ გადაიღო.

გასპარ ულიელი პარიზის გარეუბანში 1984 წელს დაიბადა და 11 წლის ასაკიდან ის სცენაზეა. თუმცა საერთაშორისო ყურადღება 2007 წელს მიიპყრო, როდესაც ახალგაზრდა ჰანიბალის როლი შეასრულა ფილმში Hannibal Rising.

2017 წელს ფრაბგული კინოს მთავარი ჯილდო Cesar გადასცეს, როგორც საუკეთესო მამაკაც მსახიობს. Lea Seydoux-ში შესრულებული როლისთვის, სადაც პარტნიორობას ცნობილ ფრანგ მსახიობს, მარიონ კოტიარს უწევდა.

2005 წელს გასპარს the World War One-ში შესრულებული როლისთვის ყველაზე იმედისმომცემი მსახიობის ჯილდო გადასცეს. ფილმში ის ლეგენდარულ ოდრი ტატუსთან ერთად თამაშობდა.

გასპარ ულიელს ერთი ვაჟი დარჩა, რომელიც მეგობარი ქალთან - მომღერალ ჟიზელ პიეტრისთან ჰყავს.