ავტორი:

"ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია ერთმანეთთან კოალიციაში არიან" - ირაკლი კობახიძე

"ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია ერთმანეთთან კოალიციაში არიან" - ირაკლი კობახიძე

"ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია ერთმანეთთან კოალიციაში არიან" - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია "საქართველოსთვის“ წევრის არჩევას გამოეხმაურა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კოალიცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შემდეგ წალენჯიხაშიც გაფორმდა.

"მათ დადანაშაულება აღარ სჭირდება, პირდაპირ კოალიცია გაფორმდა უკვე მეორე მუნიციპალიტეტში. პირველი იყო ჩხოროწყუ, მეორე არის წალენჯიხა. ამით იშიფრება ის, რასაც ვამბობდით ჯერ კიდევ მუნიციპალურ არჩევნებამდე. მათ შორის არის რეალური ალიანსი ჩამოყალიბებული და ეს ფორმდება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში კოალიციის სახით. ის, რომ "ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია არიან ერთმანეთთან კოალიციაში, უკვე არავისთვის არის დასამალი და ისინი უკვე ღიად საუბრობენ და არა მარტო საუბრობენ, იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია "საქართველოსთვის" წევრი კორნელი სალია დღეს აირჩიეს. მას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა. "ქართული ოცნების" წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.