ავტორი:

“მე ვეხმარები ჩემს პაციენტებს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნაში”- მარიამ ალექსიშვილი

“მე ვეხმარები ჩემს პაციენტებს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნაში”- მარიამ ალექსიშვილი

თანამედროვე ესთეტიკური მედიცინა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და პროფესიონალების დახმარებით, 21-ე საუკუნის ადამიანს შეუძლია გააუმჯობესოს, დახვეწოს საკუთარი გარეგნობა, შეცვალოს სასურველი დეტალები და მიუხედავად ასაკისა, მუდამ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს.

ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სახის სამედიცინო მომსახურების მირებისას, ხარისხი და პროფესიონალიზმი აქაც გადამწყვეტია. ჩვენს დღევანდელ რუბრიკაში ექიმ-კოსმეტოლოგ მარიამ ალექსიშვილს გაგაცნობთ - პროფესიონალს, რომლის მომსახურების ხარისხიც წლების განმავლობაში ასობით კმაყოფილმა მომხმარებელმა გამოსცადა.

_ როგორც ვიცი, პაციენტებს თავის მოვლის სხვადასხვა სახის პროცედურებს სთავაზობთ. თუ შეიძლება მოგვიყევით მეტი თქვენი საქმიანობის შესახებ…

_ კოსმეტოლოგიური მომსახურება სულ რამდენიმე ათეულ წელიწადს ითვლის, თუმცა ამ პერიოდში მსოფლიო მასშტაბით უკვე მრავალი პრეპარატი, აპარატურა, თუ პროცედურაა აპრობირებული და დროში გამოცდილი.

ჩემი მუშაობის 5-წლიანი სტაჟის განმავლობაში ესთეტიკურ სფეროში არაერთ აპარატზე და პრეპარატზე მიმუშავია. რა თქმა უნდა, ჩემი სამუშაო კაბინეტის არსენალში ჩემი ფავორიტი პროცედურები და საყვარელი პრეპარატები მაქვს. ყველა პრეპარატი და აპარატი, რომლებსაც მე პაციენტებს ვთავაზობ, არის უმაღლესი ხარისხის ნედლეულით, მრავალი ლაბორატორიული კვლევებითა და ევროპისა და ამერიკის შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკათებით. ეს ყოველივე მეც და ჩემთან მოსულ პაციენტსაც აძლევს უსაფრთხოების და საუკეთესო შედეგის მიღების საშუალებას.

რაც შეეხება პროცედურების ჩამონათვალს, რომლებსაც ვთავაზობ პაციენტებს, მრავალია: სახის კანის საბაზისო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი წმენდის პროცედურა, ქიმიური პილინგი, ბიორევიტალიზაცია, ბიორეპარაცია, ბუსტერიზაცია, პლაზმოთერაპია, მეზოთერაპია. ეს პროცედურები გამოირჩევა კანის თერაპიული სამკურნალო შედეგით და ყველაზე მოწესრიგებულ, მოვლილ და პრეზენტაბელურ შესახედაობას გვიქმნის. ასევე, ნეიროტოქსინით მიმიკური ნაოჭების გასწორება და ჰიპერჰიდროზის (ჭარბოფლიანობა) მკურნალობა. სახის კონტურული პლასტიკა ბიოთავსებადი გელებით, ანუ ფილერებით ტუჩის, ცხვირ-ტუჩის, საცრემლე არხის, ცხვირის, ყვრიმალის, ნიკაპის მოდელირება. ასევე, მცირე ინვაზიური მოდელირე ძაფებით.

_ როგორ აღმოჩნდით ამ პროფესიაში, რა გზა გაიარეთ… რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ეს ყველაფერი და როგორ გადალახეთ ისინი?

_ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ბავშვობიდანვე მხიბლავდა სამედიცინო სფერო, რადგან ეს ყველაზე ჰუმანური და ადამიანზე მზრუნველი პროფესიაა. მალევე გავხდი ტყუპების დედა და მცირე ხნით მომიწია დაპაუზება ჩემი პროფესიული განვითარების ვიწრო სპეციალიზაციაში ლიცენზირების თვალსაზრისით. თუმცა არ ვნანობ, რადგან ის პერიოდი ყველაზე კარგ საქმეს ვაკეთებდი ჩემი შვილებისთვის. დამერწმუნებით, არც თუ ისე ადვილია ტყუპების გაზრდა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი დამხმარე მყავდა, მცირეწლოვნებს დედა მაინც ყველაზე მეტად სჭირდებათ. ამას სირთულეებსაც ვერ დავარქმევ ჩემს პროფესიაში, თუმცა გარკვეული დროით კი მომიწია პრიორიტეტების შეცვლა, რაც, ვფიქრობ, იმ მოცემულობისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

_ და ახლა რა ეტაპზე ხართ?

_ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე უკვე მივაღწიე ნდობას, სიყვარულს და პატივისცემას ჩემი პაციენტებისგან. ინსტაგრამისა და ფეისბუქის გვერდებზე Beauty Hub By Dr.Marisia ჩემი ნამუშევრების პორტფოლიოა განთავსებული, სადაც ნახავთ ნაწილს პაციენტებისა, რომლებსაც მე მივეცი ერთით მეტი მიზეზი ბედნიერების და გაღიმებისთვის.

_ როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებისათვის პროცედურები, რომლებსაც თქვენ სთავაზობთ და რა შედეგის მოლოდინი უნდა ჰქონდეთ მათ?

- ვფიქრობ, კოსმეტოლოგიური პროცედურების ის არსენალი, რომლებსაც მე ვაკეთებ ზომიერად, სწორ დროს, ჩვენების მიხედვით, საჭირო ოდენობით ყველა ჩემს მომხმარებელს ბუნებრივ და იდეალურ შედეგს აძლევს როგორც აკნეს მკურნალობიდან დაწყებული, ასევე კონტურული პლასტიკით დამთავრებული.

ყველა იმ ნაკლოვანების გამოსწორება, რაც ესთეტიკურ მედიცინას შეუძლია, ხშირად ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური სტრესისა და კომპლექსების მომხსნელია. ესთეტიკური პროცედურები გარდა გაახალგაზრდავებისა და კონტურული პლასტიკისა, ასევე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, ცხოვრების ხარისხს და უმაღლებს თვითშეფასებას.

_ ბევრი ადამიანი სკეპტიკურადაა განწყობილი სხვადსხვა სახის ინექციური პროცედუების მიმართ, უპრიანი იქნებოდა, თქვენი, როგორც პროფესიონალის აზრი მოგვესმინა ამ პროცედურების ავკარგიანობისა და უსაფრთხოების შესახებ...

- ინექციური პროცედურების საჭიროებას და მიზანშეწონილობას, ისევე როგორც შერჩეულ პრეპარატს ერთპიროვნულად უნდა განსაზღვრავდეს სპეციალურად დატრენინგებული და განათლებული ექიმი. როგორც უკვე აღვნიშნე ზომიერად, სწორ დროს და ჩვენების მიხედვით ჩატარებული პროცედურა უდავოდ გასაოცარ შედეგს იძლევა.

რაც შეეხება უსაფრთხოება, უპირველეს ყოვლისა, ყველა სამედიცინო მანიპულაციას შესაძლოა ახლდეს გარკვეული რისკი გართულებისა. ამიტომაცაა აუცილებელი, რომ კოსმეტოლოგიურ პროცედურებს ატარებდეს უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტი, რათა დროულად ამოიცნოს და გადაჭრას გართულებები. მიუხედავად ანატომიის და ფიზიოლოგიის ცოდნის, ის ფაქტი, რომ ყოველთვის ისე არ არის ესა თუ ის ანატომიური ერთეულის ტოპოგრაფიული განლაგება, შესაძლოა იყოს გართულება, რომელიც ექიმის მიერ მარტივად ამოიცნობა და აღმოიფხვრება.

უსაფრთხოების მეორე ასპექტია შერჩეული პრეპარატების უმაღლესი ხარისხი, რომელიც გვაძლევს სიმშვიდის გარანტს როგორც პაციენტს, ასევე მკურნალ ექიმს.

_ რა არის ის მთავარი ღირებულებები, პრიორიტეტები და პროფესიული სტანდარტები, რომლებიც თქვენს პროფესიონალიზმს ქმნის?

- პროფესიულ საქმიანობაში ჩემთვის ყველაზე მთავარი ღირებულებაა ცოდნა, განათლება და კეთილსინდისიერება. ჩემთვის პრიორიტეტულია პაციენტის კმაყოფილება. შესაბამისად, მუდმივად ორიენტირებული ვარ პაციენტებისთვის პროფესიული ცოდნის ამაღლების, თანამედროვე ტექნიკებისა და უსაფრთხო პრეპარატების შეთავაზებაზე.

_ რატომ უნდა მოვიდეს პაციენტი სწორედ თქვენთან?

- ყველა ჩემთან მოსულ პაციენტს ინდივიდუალურად ვაფასებ, ვუსმენ და ამის შემდეგ ვუდგენ მხოლოდ აუცილებელი პროცედურებით ინდივიდუალურ პროტოკოლს სასურველი შედეგის მისაღწევად.

მე მათთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი ვარ სილამაზის ცენტრ „MALAT“-ის და კლინიკა „Raymann“-ის ჩემს ესთეტიკურ კაბინეტებში.

სეზონის მიხედვით, მუდმივად ვანებივრებ ჩემს პაციენტებს სხვადასხვა სასიამოვნო და მოთხოვნად პროცედურაზე სოლიდური ფასდაკლებებით. მიმდინარედ ვთავაზობ 30%-40%-იანი ფასდაკლებას ბიორევიტალიზაციის და ბოტულინოტოქსინის პროცედურებზე.

_ დასასრულს, გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება სილამაზის ტანამედროვე სტანდარტების შესახებ...

- თანამედროვე სილამაზის ინდუსტრია აქცენტს უფრო აკეთებს მოვლილ, ბრწყინვალე, დატენიანებულ და ჯანსაღ კანზე. თუმცა აქტუალურობას არ კარგავს ფილერებით სახის მოდელირება.

ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი კი რაც არასდროს დაკარგავს აქტუალურობას, ყოველთვის იქნება ფასდაუდებელი - ეს ინდივიდუალურობაა. სწორედ ესაა ჩემი სტანდარტიც, არსებული რეალობის გაუმჯობესება ინდივიდუალურობის დაკარგვის გარეშე. მე ვეხმარები ჩემს პაციენტებს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნაში.

NS