ავტორი:

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის მთავრობას ქვეყნიდან გაძევებისა და ცუდად მოპყრობისთვის უჩივლებს - "ის რწყილებით და მატლებით სავსე ოთახში დატოვეს“

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის მთავრობას ქვეყნიდან გაძევებისა და ცუდად მოპყრობისთვის უჩივლებს - "ის რწყილებით და მატლებით სავსე ოთახში დატოვეს“

ნოვაკ ჯოკოვიჩმა შესაძლოა ავსტრალიის მთავრობას "ცუდად მოპყრობისთვის“ და ქვეყნიდან გაძევებისთვის უჩივლოს

გაზეთ "The Sun”-ის მიხედვით, სერბი ჩოგბურთელი - ნოვაკ ჯოკოვიჩი თავის ადვოკატებთან ერთად, აქტიურად განიხილავს ავსტრალიის მთავრობისთვის სასამართლოში ჩივილს. სპორტსმენი ავსტრალიისგან კომპენსაციად 6 მილიონ დოლარს ითხოვს და ეს იმ საპრიზო თანხასაც მოიცავს, რომელიც ტურნირში გამარჯვების შემთხვევაში უნდა მოეგო.

წინა ორშაბათს, ჯოკოვიჩის პირველ სასამართლო მოსმენაზე, რომელიც მისი ვიზის შეჩერებას შეეხებოდა, ემიგრაციის ადვოკატმა მეგი ტააფმა თქვა:

"სრულიად მოსალოდნელია იჩივლოს და მისი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის კომპენსაცია მოითხოვოს“.

ჯოკოვიჩის აგენტის ახლობელმა "The Sun"-თან ისაუბრა და თქვა, რომ სპორტსმენი და მისი მთელი ოჯახი აღშფოთებულია იმით, თუ როგორ ეპყრობოდნენ მოთამაშეს მელბურნის კოვიდსასტუმროში ყოფნისას. ის ყვება: "დედამისმა გაამჟღავნა, თუ როგორ დატოვეს ის რწყილებით და მატლებით სავსე ოთახში“.

მან ისიც დაამატა, რომ თავად ავსტრალიის მთავრობისგან მიიღო ჯოკოვიჩმა მოწვევა და შემდეგ თვითონვე მოექცნენ არასათანადოდ:

"თქვენ დაპატიჟეთ ის, ქვეყანაში შესასვლელი ვიზაც ჰქონდა. შემდეგ კი მას სადისტურად მოექეცით და ისეთ სასტუმროში გამოკეტეთ, რომელიც რეალურად ციხეა. ტელეფონიც ჩამოართვით. მას ისე მოეპყარით, თითქოს ლტოლვილი იყო“.

ჯოკოვიჩი სერბეთში ამ კვირის დასაწყისში ჩავიდა, მას შემდეგ, რაც ავსტრალიის მთავრობამ მისი ვიზა გააუქმა და სპორტსმენი ქვეყნიდან გააძევა.

წყარო: skynews