ავტორი:

რა წერილი გამოუგზავნეს შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიხეილ სააკაშვილს

რა წერილი გამოუგზავნეს შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიხეილ სააკაშვილს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის წერილი გადასცა. ადვოკატის განმარტებით, აღნიშნულ წერილში საუბარია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და საქართველოს ხელისუფლებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დამტკიცებული ვალდებულებების შეხსენებაზე.

"მიხეილ სააკაშვილს გადავეცი წერილი, რომელიც მას გუშინ გადმოუგზავნეს შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტიდან. აღნიშნულ წერილში განსაკუთრებულ ყურადღებას გამოხატავენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და საქართველოს ხელისუფლებას მკაცრად შეახსებენ ვალდებულებებს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის დამტკიცებული. ამავდროულად ისინი გააგრძელებენ დაკვირვებას მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, საუბარია სამართლიანი სასამარათლოს განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და აღნიშნავენ, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელება არის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ეს წერილი გუშინ გადმომეგზავნა კარლ ჰარცელის სახელით როგორც სააკაშვილის ადვოკატს”, - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.