გუშინ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ლიზა იასკო, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ შეუშვეს. რადას დეპუტატმა საქართველო დეკემბრის ბოლოს დატოვა და ორი დღის წინ დაბრუნდა.
იასკო სოციალურ ქსელში წერს, რომ აქამდე მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე პრობლემა არ ყოფილა, თუმცა რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ ამჯერად საყვარელი ადამიანის მონახულების გარეშე დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება...
ლიზა იასკო:
"რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება არ მომცეს. ამრიგად, მასზე და მის ახლობლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა გრძელდება.
ამ კვირაში სამი თხოვნა გავგზავნეთ შეხვედრის შესახებ: ჩემგან, როგორც ნათესავისგან, როგორც უკრაინის სახალხო დეპუტატისგან - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებით, თხოვნა ადვოკატებისგან და ასევე - მისი პირადი მოთხოვნა, რომ შეხვედროდა ოჯახის წევრს.
აქამდე შეხვედრაზე არანაირი პრობლემა არ ყოფილა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, რუსთავში რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ პასუხი უარყოფითია.
მიხეილი სასტიკი შიმშილობის შემდეგ ციხეშია. მას ახლობლებთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ, ასევე სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ დეპუტატებსაც არ აქვთ მასთან შეხვედრის უფლება.
ის არ იღებს საჭირო სამედიცინო დახმარებას. უკრაინელ ექიმებსაც არ უშვებენ. საინფორმაციო იზოლაცია და მორალური ზეწოლა გრძელდება.
მივმართავ ყველას, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებას: თუ თქვენი იდეა მიხეილ სააკაშვილის მორალურად და ფიზიკურად განადგურებაა, მაშინ ის ჩვენ გვჭირდება უკრაინაში და ველოდებით მის დაბრუნებას!
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და ვიმუშაოთ მის უკრაინაში დასაბრუნებლად. ეძებეთ პოლიტიკური გამოსავალი. დარწმუნებული ვარ, მისი პოვნა შესაძლებელია. ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი. დიალოგი აუცილებელია...
თავისუფლება სააკაშვილს!" – წერს ლიზა.