ავტორი:

"ძალიან მძიმე ვითარებაა... თუ ინფიცირების შემთხვევები 5-ჯერ მეტი გვექნება, მაშინ სიკვდილიანობა გაიზრდება" - ცერცვაძე

"ძალიან მძიმე ვითარებაა... თუ ინფიცირების შემთხვევები 5-ჯერ მეტი გვექნება, მაშინ სიკვდილიანობა გაიზრდება" - ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუკი, „ომიკრონის“ შემთხვევები მოიმატებს, სიკვდილიანობაც გაიზრდება.

როგორც ცერცვაძე განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ახალი შტამი ნაკლებად მძიმე დაავადებებს იწვევს, ეს სიკვდილიანობას არ ამცირებს.

"ძალიან მძიმე ვითარებაა, მაგრამ ეს იყო პროგნოზირებადი, რამდენიმე ხნით ადრე ექსპერტები ზუსტად ასეთ პროგნოზს აკეთებდნენ, ერთი ერთში ემთხვევა იმას, რაც ახლა ხდება, რომ გაორმაგდებოდა, გასამმაგდებოდა შემთვევების რაოდენობა, ასე მოხდა მთელ მსოფლიოში. ჩვენთან შედარებით, ჯერჯერობით ვირუსის გავრცელება ზომიერია, ვიდრე ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში, ზუსტად ასევეა სიკვდილიანობაც.

მართალია "ომიკრონი" ნაკლებად მძიმე დაავადებებს იწვევს, მაგრამ არც ისე ნაკლებად, რომ სიკვდილიანობა შემცირდეს. 2-ჯერ და 3-ჯერ ნაკლებ სიკვდილიანობას იწვევს "ომიკრონი", მაგრამ თუ შემთხვევები 5-ჯერ მეტი გვექნება, მაშინ ჯამური სიკვდილიანობა გაიზრდება,"- განაცხადა "რუსთავი2"-თან საუბარში ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 039 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი.