ავტორი:

"ყველა კრიზისი, რაც ქვეყანაში იყო, დასრულებულია" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ყველა კრიზისი, რაც ქვეყანაში იყო, დასრულებულია" - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში არსებული ყველა კრიზისი დასრულებულია. როგორც მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, მთავრობის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა მმართველმა გუნდმა ერთსულოვნების ხარჯზე მოახერხა.

"დღეს ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად დალაგებული ვითარება პარტიაშიც, მთავრობაშიც, მთელ გუნდშიც. გუნდი დღეს არის ერთიანი, მტკიცე, ძლიერი და ერთ-ერთი დიდი როლი ამ ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში მიუძღვის ირაკლი კობახიძეს. ჩვენ ვართ მეგობრები, თანამებრძოლები, ირაკლი არის ძალიან ღირსეული კაცი, განათლებული, წესიერი, გამოირჩევა თავისი კვალიფიკაციით.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანმა გუნდმა ერთად დავძლიეთ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე იყო 1 წლის განმავლობაში. შედეგიც შთამბეჭდავია - ყველა კრიზისი არის დასრულებული, იქნებოდა ეს პოლიტიკური თუ სხვა კრიზისები, რომლებიც ქვეყანაში იყო შექმნილი. " - განაცხადა ღარიბაშვილმა "იმედის" ეთერში.