ავტორი:

"ჩემი მეუღლე ალბათ ეჭვიანობდა... ისეთი დიდებული ადამიანი იყო, თვითონ წავიდა ჩემგან" - ნანი ბრეგვაძე მეუღლესთან ურთიერთობის შესახებ

"ჩემი მეუღლე ალბათ ეჭვიანობდა... ისეთი დიდებული ადამიანი იყო, თვითონ წავიდა ჩემგან" - ნანი ბრეგვაძე მეუღლესთან ურთიერთობის შესახებ

მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ "იმედის" ეთერში, გადაცემაში "ნოესთან" მისი და მისი მეუღლის, მერაბ მამალაძის ურთიერთობის შესახებ ილაპარაკა. მომღერლის თქმით, მეუღლე თავად დაშორდა მას, რასაც მომღერალი იმით ხსნის, რომ გასტორლების გამო, მეუღლესთან ურთიერთობისთვის დრო ნაკლებად რჩებოდა.

"არ მსიამოვნებს ამ თემაზე საუბარი. მაინც ქმარი იყო, დაცილებულები ვიყავით... შესანიშნავი, უპატიოსნესი ადამიანი იყო, უკეთილშობილესი. ვერ ვიტყვი, რომ რამე ცუდი გამოამჟღავნა ჩემ მიმართ. პირიქით, სულ უნდოდა, რომ სოლო კონცერტზე მემღერა. ხომ სულ ბიჭებთან ერთად დავდიოდი გასტროლებეზე... ვიღაცამ ერთხელ მითხრა, ალბათ ეჭვიანობდაო - ალბათ ეჭვიანობდა, მაგრამ ეს მე არ მიგრძვნია. ამ თემაზე ლაპარაკი და უსიამოვნება არასოდეს მქონია, მაგრამ ის სულ გაღიზიანებული იყო და ახლა ვხვდები რატომ - არ ვიყავი მის გვერდით და თვითონ ისეთი დიდებული ადამიანი იყო, რომ თავად წავიდა ჩემგან. " - განაცხადა ნანი ბრეგვაძემ გადაცემაში "ნოესთან".