ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, იაპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოწოდებები ნატო-ს მიმართ, უარი თქვას 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაცემულ დაპირებაზე, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება, ყალბი საბაბი იყო რუსეთის პრეზიდენტის „რევანშისტური კამპანიისთვის“.
იაპ დე ჰოოპ სხეფერი მიიჩნევს, რომ პუტინს გაცილებით მეტი სურს, ვიდრე უკრაინა, საქართველო, ბელარუსი, მოლდოვა და სომხეთი - მას თავისი იმპერიის დაბრუნება სურს.
"ის არის ადამიანი, რომლის სამყაროც 1989 წელს დაინგრა. ნატო რასაც არ უნდა დათანხმებოდა, პუტინი ისევ ისეთივე პუტინი იქნებოდა. ახლა უკრაინის საკითხზე დათმობა არასწორი გზაა, რადგან ვერავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ პუტინის მადა არ გაიზრდება. პუტინს გაცილებით მეტი სურს, ვიდრე უკრაინა და საქართველო, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი, მას უნდა თავისი იმპერიის დაბრუნება“, – განაცხადა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა.