ჩემი დიდი, ვირტუალური ქორწილი: ცერემონიალი "მეტავერსში", რომელსაც სარძლოს გარდაცვლილი მამაც კი დაესწრება

ჩემი დიდი, ვირტუალური ქორწილი: ცერემონიალი "მეტავერსში", რომელსაც სარძლოს გარდაცვლილი მამაც კი დაესწრება

კორონავირუსის გამო ინდოელ ოჯახებს თავიანთი ტრადიციულად დიდი და პომპეზური ქორწილების გადახდაზე უარის თქმა უწევთ, მაგრამ გამოჩნდა წყვილი, რომელმაც გამოსავალი მონახა: "მეტავერსი".

შეგახსენებ, გასულ წელს მარკ ცუკერბერგმა ახალი ონლაინპროდუქტის "მეტავერსის“ შექმნა დააანონსა - ეს იქნება ონლაინსივრცე, რომლის მომხმარებლებსაც შეეძლებათ ითამაშონ, იმუშაონ და ეკონტაქტონ ერთმანეთს ვირტუალურ გარემოში, VR (ვირტუალური) სათვალეების დახმარებით.

  • რა არის "მეტავერსი"?

"მეტავერსი" აღწერილია, როგორც ვირტუალური გარემოს ქსელი, რომელიც ყოველთვის აქტიურია. ამ გარემოში ადამიანებს შეუძლია ერთმანეთთან ურთიერთობა საკუთარი ვირტუალური წარმოდგენების (ავატარების) გამოყენებით. ექსპერტები აღწერენ მას, როგორც მასიურად მულტიპლიკატორული ონლაინროლური თამაშების, ვირტუალური რეალობის და ინტერნეტის კომბინაციას. ეს კონცეფცია აღებულია სამეცნიერო ფანტასტიკისგან და მას ტექნიკური სექტორი წარმოადგენს, როგორც ამჟამინდელი ინტერნეტგარემოს მემკვიდრეს.

მოკლედ, დინეშ სივაკუმარ პადმავატჰი და ჯანაგანანდჰინი რამასვამი თამილ ნადუს მკვიდრები არიან, სადაც ამჟამად საქორწილო ცერემონიისთვის 100-ზე მეტი ადამიანის შეკრება - აკრძალულია. წყვილი დაქორწინებას თებერვალში გეგმავს და ვირტუალურ ცერემონიაზე 2 000 სტუმარს ეპატიჟება.

ინდოეთში "მეტავერსში" ქორწილი ჯერ არ დაფიქსირებულა, ასე რომ, ეს პირველი შემთხვევა იქნება მთელს ქვეყანაში, როცა წყვილი ვირტუალურ სივრცეში გადაიხდის ქორწილს.

24 წლის სასიძო გეგმავს, რომ ფიზიკური ცერემონიაც გამართოს ნათესავებთან ერთად, მოგვიანებით კი ყველა ონლაინქორწილში გადაინაცვლებს, რომლის დიზაინის შექმნა და მასპინძლობა 2 000 დოლარი დაუჯდა. ინდოელ წყვილს "ჰარი პოტერი" ჰყვარებია და მათი ქორწილის თემაც "ჰოგვარტსი" იქნება. ცერემონია 1 საათი გაგრძელდება, რომლის განმავლობაშიც ახლადდაქორწინებულები ვირტუალურად მიმართავენ სტუმრებს, მოწვეული ხალხი კი შეძლებს ვირტუალური "ჰოგვარტსის" სასახლის დათვალიერებას და მათი ავატარების გარეგნობისა და ჩაცმულობის შეცვლას. სიძე, უამრავი სტუმრის მოწვევასთან ერთად, საცოლის გარდაცვლილი მამის ავატარის შექმნასაც აპირებს. "ამგვარი შესაძლებლობა მხოლოდ "მეტავერსში" გვეძლევა. სიმამრი მე და ჩემს მეუღლეს კურთხევას ასე მაინც მოგვცემს".

წყარო: CNN

მოამზადა ანა სიბოშვილმა