ავტორი:

"გამოაქვეყნონ გლდანის ციხეში სადამსჯელო ოპერაციის მასალები, ასევე, გორის ჰოსპიტალში განხორციელებული თავდასხმის ვიდეო" - მიხეილ სააკაშვილი

"გამოაქვეყნონ გლდანის ციხეში სადამსჯელო ოპერაციის მასალები, ასევე, გორის ჰოსპიტალში განხორციელებული თავდასხმის ვიდეო" - მიხეილ სააკაშვილი

"მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გამოაქვეყნოს ჩემზე, გლდანის ციხეში, ივანიშვილის დაკვეთით განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციის მათ ხელთ არსებული მასალები. ისევე როგორც, მოიპოვონ და გამოაქვეყნონ გორის ჰოსპიტალში განხორციელებული თავდასხმის ვიდეო", - ამის შესახებ ნათქვამია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ გზავნილში, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“ მის პირად გვერდზე გავრცელდა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო ინსპექტორი ასევე გამოაქვეყნებს გამოძიების შუალედურ მასალებს.

"ასევე ის, რომ ჩემს სანახავად დღემდე არ უშვებენ უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას, უკრაინის პარლამენტის წევრებს, ნათლად ასახავს იმ ყაჩაღთა ბანდის უკრაინისადმი დამოკიდებულებას, რომელმაც საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა“, - აცხადებს სააკაშვილი.