ავტორი:

რა განცხადებას ავრცელებს შსს მედიაში გავრცელებულ ჩანაწერზე, სადაც მეტროში პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული

რა განცხადებას ავრცელებს შსს მედიაში გავრცელებულ ჩანაწერზე, სადაც მეტროში პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული

მედიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემს პოლიციელი ერთ-ერთ პირს, შსს განცხადებას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირველ რიგში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა, არღვევდეს ადამიანის უფლებებს.

მედიასაშუალებებში მიმდინარე წლის 24 იანვარს გავრცელდა თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული.შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო", - ნათქვამია განცხადებაში.