ავტორი:

სამოქალაქო აქტივისტები "ქართული ოცნების“ ოფისთან თბილისის მეტროში გადაღებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით აქციას მართავენ

სამოქალაქო აქტივისტები "ქართული ოცნების“ ოფისთან თბილისის მეტროში გადაღებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით აქციას მართავენ

"ქართულ ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან "ნაციონალური მოძრობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.

ისინი 24 იანვარს თბილისის მეტროპოლიტენში პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებმა საპროტესტო ბანერები გაშალეს და პროტესტის ნიშნად სირენა ჩართეს.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამდამცველები.

შეგახსენებთ, 24 იანვარს თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე ფაქტის მოკვლევა დაიწყო, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო.

შსს განცხადებაში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და აცხადებს, რომ უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ადამიანის უფლებებს.