აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა Fox News-ის ჟურნალისტს, პიტერ დუსის, რომლის მიმართაც ჩართულ მიკროფონში უხამსი სიტყვები წარმოთქვა, დაურეკა და მოუბოდიშა.
"დაახლოებით ერთ საათში მობილურ ტელეფონზე დამირეკა და მითხრა: "არაფერი პირადული, მეგობარო,“- განაცხადა ჟურნალისტმა.
შემთხვევა ორშაბათს, თეთრ სახლში მოხდა, როდესაც პიტერ დუსმა ჯო ბაიდენს ინფლაციასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. "ინფლაციაზე კითხვას უპასუხებთ? ფიქრობთ თუ არა, რომ ინფლაცია არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა შუალედური არჩევნების წინ?“ - ჰკითხა ჟურნალისტმა ჯო ბაიდენს.
"ეს დიდი აქტივია - მეტი ინფლაცია. სულელი ნაბიჭვარი“, – თქვა ჟურნალისტის პასუხად ბაიდენმა.