ავტორი:

"ისე არიან გარიდებული პროცესებიდან, გეგონება მე ვიყო ხელისუფლებაში - მეგობრებო, უკრაინასთან მიმართებით ჩუმად ყოფნა დანაშაულია" - ვაშაძე

"ისე არიან გარიდებული პროცესებიდან, გეგონება მე ვიყო ხელისუფლებაში - მეგობრებო, უკრაინასთან მიმართებით ჩუმად ყოფნა დანაშაულია" - ვაშაძე

მეგობრებო, უკრაინასთან მიმართებით ჩუმად ყოფნა უბრალოდ დანაშაულია - ისე არიან გაჩუმებულები და გარიდებული პროცესებიდან, გეგონება, მე ვიყო ხელისუფლებაში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ”პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში მშვიდობისათვის აუცილებელია „გაერთიანებული ძალების ჩვენება“.

ამასთან, როგორც თავად ამბობს, უახლოეს მომავალში უკრაინაში ჩასვლას აპირებს.

„მე პირადად კიევში ვიყავი, ჩამოვედი და იმდენად მძიმეა ვითარება, შეიძლება, მომავალ კვირაშიც კიევში მომიწიოს ყოფნა. ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს კონტაქტი. იმდენად ცხელი ვითარებაა, გულიც არ მითმენს სიმართლე რომ გითხრათ, აქ რომ ვიჯდე, რადგან უკრაინა-საქართველოს ბედი გადაბმულია.

ხალხო, მეგობრებო, უკრაინასთან მიმართებით ჩუმად ყოფნა უბრალოდ დანაშაულია. ხვალ შეიძლება იგივე ვითარებაში ვიყოთ. 2008 წლის ომის დროს მათ ბუკები მოგვაწოდეს, რომლითაც თავი დავიცავით, უკრაინის პრეზიდენტი ჩამოვიდა.

ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ ვართ, ჩვენ ომი კი არა, მშვიდობა გვინდა. მშვიდობისთვის საქართველოშიც და უკრაინაშიც აუცილებელია გაერთიანებული ძალების ჩვენება. ხვალ რომ ჩვენ დავდგეთ ასეთი საფრთხის წინაშე, ჩვენ გვინდა მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერა, რომ არ დაგვესხას თავს რუსეთი. უკრაინის მიზანი ომი არ არის. უკრაინის მიზანი არის მშვიდობა, სტაბილურობა. ეს აღელვებს რუსეთს დღეს. განვითარებული უკრაინა არ აწყობს რუსეთს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საკითხი „რეფორმების“ ჯგუფმა გააქტიურა.

„ვფიქრობ, რომ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „რეფორმების“ ჯგუფმა გავააქტუალიზირეთ ეს თემა პარლამენტში. აქამდე სად იყვნენ? ისე არიან გაჩუმებულები და გარიდებული პროცესებიდან გეგონება, მე ვიყო ქვეყნის ხელისუფლებაში. აქამდე სად იყვნენ. პირველი განცხადებაც კი საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა“, - განაცხადა ვაშაძემ.