ავტორი:

"პუტინისთვის სანქციების დაწესება რუსეთის პრეზიდენტს არ დააზარალებს" - დიმიტრი პესკოვი

"პუტინისთვის სანქციების დაწესება რუსეთის პრეზიდენტს არ დააზარალებს" - დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ დასავლეთის ლიდერების განცხადება ვლადიმერ პუტინისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტს პირადად არ დააზარალებს, თუმცა ეს პოლიტიკურად დესტრუქციული ნაბიჯი იქნება.

მისი თქმით, ამერიკელმა კონგრესმენებმა და სენატორებმა, რომლებიც პუტინისთვის სანქციების დაწესებას განიხილავენ, უნდა იცოდნენ, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს საზღვარგარეთ აქტივების, ქონებისა და საბანკო ანგარიშების ფლობა ეკრძალებათ.

25 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ვლადიმერ პუტინს პირად სანქციებს დაუწესებს.