ავტორი:

"თავის დროზე ორგანოებმა გაქაჩეს იაკობი, ახლა მათ დავალებებს ასრულებს. 100%-ით ვიცი, რომ ასეა, მე კი არა, მთელმა ეკლესიამ იცის" - რას ამბობს გიგი უგულავა მეუფე იაკობზე?

"თავის დროზე ორგანოებმა გაქაჩეს იაკობი, ახლა მათ დავალებებს ასრულებს. 100%-ით ვიცი, რომ ასეა,  მე კი არა, მთელმა ეკლესიამ იცის" - რას ამბობს გიგი უგულავა მეუფე იაკობზე?

27 იანვარს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე ილაპარაკა. მეუფემ რუსეთი და ამერიკა ორ ვეფხვს შეადარა, ჩინეთი კი მაიმუნს, რომელიც "ზის ხეზე და ორი ვეფხვის ჭიდილს უყურებს“.

"თუ მაინც გაბედეს და შეუტიეს უკრაინას და ყველაფერი იქით მიდის, რომ თან აქეზებენ რუსეთს. ეტყობა ფიქრობენ, რაღაც ნაბიჯს გადადგამს ისეთს, რაც რუსეთს საბოლოო ჯამში, ძალასაც წაართმევს, რადგან არ უნდა დაივიწყონ რუსებმა ამერიკასა და რუსეთს როგორ უყურებენ ჩინელები. ორი ვეფხვი ერთმანეთს ებრძვის. მაიმუნი ზის ხეზე და უყურებს ორი ვეფხვის ჭიდილს. არ უნდა დაავიწყდეს ეს, იმიტომ, რომ აუცილებლად წააგებს რუსეთი. უკრაინა შეიძლება ცოტა ხანი ცუდი მომენტების წინაშე დადგეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ბოროტება ვერასდროს გაიმარჯვებს.

ჯობია, წესიერად ვიცხოვროთ და ჩვენც ქართველებმა მაგალითი უნდა გამოვიტანოთ. არა მგონია, ახლა ძალიან დიდი ომი დაიწყოს იმიტომ, რომ ვინც ჩამოვთვალე არცერთი უჭკუო არ არის. იციან, რა ემუქრებათ და რა საშიშროების წინაშე არიან. მაინც ვფიქრობ, რომ რუსები მიხვდებიან. ახლა ბაქიბუქია. შეიძლება, ადგნენ და დააწყებინონ კიდევაც. ჩინეთია მათ უკან და არ ეგონოთ, რომ ჩინეთი მერე კუდს არ მოიქნევს მათ მიმართ. ეს თავადაც კარგად იციან“, - განაცხადა მეუფემ.

სასულიერო პირის ამ განცხადებას გიგი უგულავა "ტვ პირველის" ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში გამოეხმაურა. მან თქვა, რომ იაკობი თავის დროზე "კუდის“ ნაკურთხი იყო და ახლა "სუსმა“ გადაიბირა...

გიგი უგულავა:

"უკრაინასთან დაკავშირებით მისი საუბარი ისეთი ზერელე და დილეტანტურია, საერთოდ მისი ლექსიკა, მანერაც საუბრის, ეპისკოპოსის კი არა, საჯარო საუბრის წესებს სრულიად სცდება.... ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა თქვა, ბოლოს და ბოლოს, ერთ კაცს ხომ არ უნდა გადააყოლოთ ყველაფერიო, მინდა, მას შევახსენო სახარება, როდესაც 99 ცხვარი დატოვა და იმ ერთს გაეკიდა. უძღები შვილის იგავ-არაკი, მთელი სახარება ამაზეა აწყობილი, რომ ის ერთი კაცი უნდა გადაარჩინო. ეს არის სახარება და ეს არის ქრისტიანობა, რომელთანაც მას არ ჩაუვლია.

ფაქტია, რომ ჩვენ ქვეყანაში არსებობს სისტემა, რომელსაც ვიღაცა თავში მოაჯდება, ვიღაცას ეს სისტემა ფეხს მოაჭამს და ციხეში ჩააგდებს, მაგრამ სისტემა რჩება და ეს არის ის რიგითი პოლიციელი, რომელიც დღეს უარყოფდა, - ბიჭი მე არ მიცემიაო. სისტემა არის მეუფე იაკობი, ის არ არის საპატრიარქოს ნომენკლატურა, სისტემის ნაწილია... საქართველოს ეკლესიაში ყველამ კარგად იცის, რომ თავის დროზე კუდ-ის ნაკურთხი იყო და შემდეგ სუს-მა გადაიბარა. მათი მეგობარია, თავის დროზე ორგანოებმა გაქაჩეს იაკობი და ახლა ამ ორგანოების დავალებებს ასრულებს მეგობრულად.100%-ით ვიცი, რომ ასეა, საჯაროდაც მაქვს ნათქვამი, მე კი არა, მთელმა ეკლესიამ იცის. ცუდი და საშინელება ის არის, რომ ეს სისტემა ალაპარაკებს. ხვალ ხელისუფლება რომ შეიცვლება, თუ ეტყვიან, უკვე იმათ წინააღმდეგ ილაპარაკებს, დღეს ვისაც ემსახურება. სუს-ი და კუდ-ი ხომ არაფრით განსხვავდება, ხალხი იგივე დარჩა, ხელმძღვანელი შეიცვალა, თორემ სისტემა არ იცვლება", - განაცხადა გიგი უგულავამ.