უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში, შესაბამისი კითხვის პასუხად აფასებს რეზოლუციის ტექსტს, რომელიც საქართველოს მმართველმა პარტიამ შეიმუშავა უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოსახატად და რომელშიც რუსეთი არ არის ნახსენები, მასში გამოხატულია თავშეკავება აგრესორის სახელდებისგან. უკრაინელი დიპლომატის შეფასებით, ყველა სახის მხარდაჭერა სასარგებლოა.
ამასთან, მისი თქმით, ის საქართველოში წარმოადგენს თავის სახელმწიფოს და არა პარტიას, უკრაინას ურთიერთობა აქვს საქართველოს სახელმწიფოსთან და არა პოლიტიკურ პარტიასთან, პარლამენტთან ან პარლამენტის წევრებთან.
"უკრაინაში ვაფასებთ ყველა სახის მხარდაჭერას - იქნება ეს დიპლომატიური, პოლიტიკური, იარაღით, საბრძოლო მასალით, რეზოლუციით, რითაც იქნება - ყველაფერი სასარგებლოა, რადგან ვთლით, რომ მხარდაჭერის ეს გზები, ეს ნიშნები არის დამატებითი აგურები ჩვენი საერთო კედლისთვის, რომელიც დაგვიცავს აგრესიისგან. ასე რომ, ყველაფერი ფასეულია. რაც შეეხება მეორე ნაწილს თქვენი შეკითხვის არა და უფრო რემარკისა: ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ და ვიღებთ სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სიგნალს პოლიტიკოსებისგან, კომპანიებისგან, საქართველოს მოქალაქეებისგან, აგერ ვხედავ თქვენი ოპერატორების სამკერდე ნიშნებს. გუშინ შესანიშნავი ლაითშოუ იყო ორგანიზებული უკრაინის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვიცით და ყოველდღე ვრწმუნდებით ამაში, რომ ქართველი ხალხი ჩვენს გვერდით არის. გუშინ, მაგალითად, სრულიად მოულოდნელად ჩვენს ცხელ ხაზზე შემოვიდა ზარი საქართველოს მოქალაქისგან, რომელსაც სურდა უკრაინაში საომრად წასვლა, უკრაინის დასაცავად წასვლა". წაიკითხეთ სრულად