კიევში აშშ-ის საელჩო რუსეთის აგრესიის საფრთხის გამო ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს.
აშშ-ის საელჩოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო უკრაინაში ვითარება არაპროგნოზირებადია და უახლოეს მომავალში, შესაძლოა, კიდევ უფრო გაუარესდეს.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია ის შესაძლო გზები, რომლითაც უკრაინის სახმელეთო საზღვრის დატოვებაა შესაძლებელი და ჩამოთვლილია ის რეგულაციები, რომლებიც უკრაინის მეზობელ ქვეყნებში პოლონეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და მოლდოვაში მოქმედებს.