თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ნატო უკრაინის დასახმარებლად სამხედროებს არ გააგზავნის - აღნიშნული განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში გააკეთა.
როგორ მან აღნიშნა, ამის მიზეზი ის არის, რომ უკრაინა ალიანსის წევრი არ არის.
"არ ვპირებთ ნატო-ს ჯარისკაცების განთავსებას უკრაინაში. ჩვენ ვეხმარებით მათ შესაძლებლობების გაძლიერებაში, მათი თავდაცვის მობილიზებაში, მათ შორის კიბერთავდაცვის ჩათვლით. ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას, გააძლიეროს თავდაცვა, მაგრამ უკრაინა არ არის ნატო-ს წევრი. ამიტომ 100%-იანი უსაფრთხოების გარანტია, რომ ერთ მოკავშირეზე თავდასხმა გამოიწვევს პასუხს მთელი ალიანსისგან, ეხებამხოლოდ ნატო-ს მოკავშირეებს“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.
BBC- ის ინფორმაციით, რუსეთმა დაახლოებით 100 000 ჯარისკაცი, ტანკი, არტილერია და რაკეტები განათავსა უკრაინის საზღვართან, მაგრამ უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრას აპირებს.