კოლუმბიის ხელისუფლებამ, თხევადი კოკაინით სავსე, დაახლოებით 20 000 ქოქოსი აღმოაჩინა, რომელსაც იტალიაში გასაგზავნად ამზადებდნენ.
ოფიციალური პირების განცხადებით, მათ 504 ტილოს ჩანთა აღმოაჩინეს, რომლებშიც 19 780 საექსპორტო ქოქოსი იყო და ყველა მათგანში თხევადი კოკაინი იყო მოთავსებული. მათ გენუაში გზავნიდნენ.
გამომძიებლის ოფისის ცნობით, ისინი ჯერ კიდევ იკვლევენ დამნაშავეების ვინაობას და ასევე იმ ლოკაციას, სადაც ქოქოსები ჩატვირთეს.
ეს ხილის შიგთავსის ნარკოტიკით შენაცვლების პირველი შემთხვევა არ არის, წინა წლებშიც დაფიქსირდა მსგავსი მცდელობები: 2018 წელს, მადრიდში 65 კგ-ზე მეტი კოკაინით სავსე ანანასები აღმოაჩინეს. 2016 წელს კი ჰონგ-კონგში დრაკონის ხილის შიგთავსი ჩაანაცვლეს თხევადი კოკაინით.
წყარო: independent
მოამზადა ანა სიბოშვილმა