გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ 10 თებერვლისთვის მთავრობა მზად იქნება რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები დააწესოს, რათა უკრაინის მიმართ მისი აგრესია შეაჩეროს.
"ეს პაკეტი 10 თებერვლისთვის მზად იქნება. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ფართომასშტაბიანი სანქციები სხვადასხვა კატეგორიაში, რომელიც რეალურად მიმართული იქნება ყველას წინააღმდეგ, ვინც სტრატეგიულ ან ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევს რუსეთის რეჟიმს“, - განაცხადა ტრასმა.
მისი თქმით, აღნიშნულ სანქციებს ვერავინ დაემალება.
"დასამალი არსად იქნება. ჩვენ ამ სანქციებს გამოვიყენებთ შიშის ან კეთილგანწყობის გარეშე. ამას ძალიან მკაფიოდ ვაცხადებ,“ - აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ბრიტანეთმა რუსეთი გააფრთხილა, რომ უკრაინაში ნებისმიერი სახის შეჭრას კრემლთან დაახლოებული პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ სანქციები მოჰყვება. აღნიშნულს გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი. მისი თქმით, ასეთი ზომების მიღება რუსულ ბიზნესზე თავდასხმის ტოლფასია.