ავტორი:

სულ რამდენი ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული ამ დროისთვის საქართველოში და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

სულ რამდენი ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული ამ დროისთვის საქართველოში და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 164 572 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 1 048 მძიმე პაციენტია.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 164 572 ინფიცირებულიდან 5 454 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, 157 087 პირი კი მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში ამ დროისთვის 33 ადამიანია მოთავსებული.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 164 572 საიდანაც: 5 454 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 278, აჭარაში - 776, იმერეთში - 1 122. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 048 პირი, მათ შორის, თბილისში - 403, აჭარაში - 142, იმერეთში - 322. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 263 პირი, მათგან თბილისში - 148, აჭარაში - 44, იმერეთში - 23. 2 031 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 179 - თბილისში, 594 - აჭარაში. 157 087 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 32, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 31 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.