რა მოხდება, თუ გაიგებ, რომ თვეში მინიმუმ 10 ლარის გადადებით შეძლებ მოიპოვო სიმშვიდე, რომელიც დაგიცავს შენ და შენი ოჯახის წევრებს?
სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა - ალდაგის ახალი პროდუქტია, რომელიც შენ და შენს საყვარელ ადამიანებს იმ ფინანსური სირთულეებისგან გიცავთ, რომლის წინაშეც შეიძლება ნებისმიერი ადამიანი მოულოდნელად დადგეს.
რას ანაზღაურებს სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა?
პროდუქტი ფარავს ორ შემთხვევას:
- დაზღვეულის კრიტიკულ დიაგნოზს - ჩამოთვლილი 16 კრიტიკული დაავადებიდან ერთ-ერთის დიაგნოზის შემთხვევაში, თანხა ერთიანად გადაეცემა დაზღვეულს
- დაზღვეულის გარდაცვალებას - ამ დროს დაზღვეულის ახლობლები იღებენ თანხას ერთიანად.
რა თანხას მიიღებს დაზღვეული?
დიაგნოზის შემთხვევაში დაზღვეული, ხოლო გარდაცვალების შემთხვევაში დაზღვეულის ახლობლები მიიღებენ 100 000 ლარამდე თანხას ერთიანად, რომელსაც თანხის მიმღები სურვილისამებრ გახარჯავს.
რით განსხვავდება პროდუქტი ჯანმრთელობის დაზღვევისგან?
ჯანმრთელობის დაზღვევა ანაზღაურებს კონკრეტულ სამედიცინო მომსახურებას, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარადგინო სადაზღვევო კომპანიაში, სიცოცხლის და კრიტიკული დაავადების შემთხვევაში კი სადაზღვევო კომპანია არ ერევა თანხის მიზნობრიობაში და დაზღვეულს საშუალებას აძლევს თანხა სურვილისამებრ დახარჯოს. მაგალითად, დაავადებულს შეუძლია ნებისმიერ ქვეყანაში იმკურნალოს ისე, რომ ამის შეთანხმება სადაზღვევო კომპანიასთან საჭირო არ იქნება.
რა უპირატესობა აქვს პროდუქტს?
სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა ყველასთვის ხელმისაწვდომია და შესაძლოა თვეში 10 ლარიც ღირდეს - გადასახადის გამოთვლა შეგიძლია აქ.
და სწორედ მაშინ მიიღო 100 000 ლარამდე თანხა, როდესაც ფინანსები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
სიცოცხლის და კრიტიკული დაავადების დაზღვევის შეძენა შეგიძლია მარტივად - გვერდზე.
(R)