ავტორი:

რამდენი ბავშვი და ორსული დაინფიცირდა 2020-2021 წელს საქართველოში - დაავადებათა კონტროლის ცენტრი სტატისტიკას აქვეყნებს

რამდენი ბავშვი და ორსული დაინფიცირდა 2020-2021 წელს საქართველოში - დაავადებათა კონტროლის ცენტრი სტატისტიკას აქვეყნებს

2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, კორონავირუსით ჯამში 159 977 ბავშვი და მოზარდი დაინფიცირდა, რაც დადასტურებული შემთხვევების 17.1%-ს შეადგენს.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2020-2021 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც მერვე მიმოხილვაშია აღნიშნული, ბავშვებსა და მოზარდებში ტესტირებით დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევების 49% დაფიქსირდა გოგონებში, ხოლო 51% ბიჭებში.

პანდემიის დაწყებიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე საქართველოში 10 687 ორსული დაინფიცირდა.

ორსულის საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით დადასტურებული შემთხვევების წილი მაღალია თბილისში, იმერეთსა და აჭარაში.

„კოვიდ-19 ის პანდემიის დაწყებიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე საქართველოში ანტენატალურ მეთვალყურეობაზე იყო 129 341 ორსული. 2020 წელს 66 359, 2021 წელს - 62 982.

ორსულებში კოვიდ-19 -ის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა 10 687-ს შეადგენს. ორსულთა ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი 8,2%-ია. მათ შორის, 2020 წელს 3362, 2021 წელს კი - 7326.

ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 25-29 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. ორსულის საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით დადასტურებული შემთხვევების წილი მაღალია თბილისში, იმერეთსა და აჭარაში.

ასაკის მატებასთან ერთად ორსულებში იზრდება ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი, როგორც მინიმუმ ერთი დოზით აცრილების, ისე სრულად ვაქცინირებულების“, - ნათქვამია ანგარიშში.