ავტორი:

"იმუნიზაციის შემდგომ განსაზღვრულ პერიოდში რეგისტრირებულია 7 ლეტალური შემთხვევა" - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

"იმუნიზაციის შემდგომ განსაზღვრულ პერიოდში რეგისტრირებულია 7 ლეტალური შემთხვევა" - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

იმუნიზაციის შემდგომ განსაზღვრულ პერიოდში რეგისტრირებულია 7 ლეტალური შემთხვევა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2020-2021 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 5 კლასიფიცირდა, როგორც იმუნიზაციასთან არათავსებადი. 1 შემთხვევა ჯერ არ განხილულა კომიტეტის მიერ. 1 შემთხვევის განხილვა შეჩერებულია, კომიტეტში დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენამდე.

ამასთან, ნათქვამია, რომ 2022 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ჯამურად ჩატარდა 2 514 871 აცრა, რომელთაგან 1929 შემთხვევაში იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული მოვლენა აღირიცხა. იშგმ-ის 1 929 შემთხვევიდან სერიოზულად მიჩნეულია 206 შემთხვევა, საიდანაც 177 პაციენტს გაეწია გადაუდებელი დახმარება.