Hyundai STARIA-ს უნივერსალური და პრაქტიკული, მე-4 თაობის მინივენი სრულიად ახალ გამოცდილებას გთავაზობთ. STARIA არა მხოლოდ ქმნის ახალ ესთეტიურ დიზაინს, არამედ ის სულ სხვა დატვირთვას სძენს მრავალფუნქციური მინივენების სეგმენტს და ცალკე კლასად აყალიბებს მას. არ აქვს მნიშვნელობა თქვენი ცხოვრების სტილს, საქმიანობასა და გატაცებებს-ავტომობილის სივრცე და თანამედროვე სისტემები ყველას საჭიროებებზეა მორგებული და ნებისმიერი სიტუაცისთვის მაქსიმალურ კომფორტს ჰქმნის.
Staria ჰიუნდაი ავტო საქართველოს შოურუმში წარმოდგენილია სრული ამძრაობის (4X4) სამი კომპლექტაციით: Family, Travel, luxur, CRDI ტურბო დიზელის ძრავით, რომელიც 177 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავას გააჩნია 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. სტარიაზე, ისევე როგორც ჰიუნდაის სხვა მოდელებზე, მოქმედებს 5 წლიანი ქარხნული გარანტია ულიმიტო გარბენით.
ექსტერიერის დიზაინი:
STARIA-ს დახვეწილი ექსტერიერის დიზაინში მაქსიმალური ვიზუალური ეფექტისთვის ხაზოვანი კონტურების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი. მანქანის ექსტერიერის ფორმა გამოყვანილია წინა მხრიდან უკან მიმართულ ერთიან გლუვ მრუდში, რაც შთაგონებულია სინათლის სხივის ფორმით, რა ფორმითაც ის ჩანს კოსმოსიდან, როდესაც ანათებს დედამიწის ჰორიზონტს. სტარიას ფართო, პანორამული ფანჯრები ქმნიან კოსმოსური ხომალდის ატმოსფეროს.
ავტომობილის გამორჩეულ წინა ფასადს ქმნის ფართო რადიატორის ცხაურა. STARIA აღჭურვილია ქრომირებული ხაზებით გაფორმებული კუბური ფორმის LED ფარებით, რაც კიდევ უფრო თვალსაჩინოდ წარმოაჩენს რადიატორის ცხაურის ექსკლუზიურ ფორმას.უნიკალური პარამეტრული პიქსელების დიზაინით გამოირჩევა STARIA-ს უკანა კომბინირებული LED ნათურებიც.
ინტერიერი:
საკრუიზო გემის ლაუნჯის დიზაინის მიხედვით შემუშავებული STARIA-ს ინტერიერი ფოკუსირებულია მეტი ტევადობისა და მოქნილობის შექმნაზე. ხოლო ჭკვიანი ტექნოლოგიები ავტომობილის ყოველდღიური მართვის პროცესს ბევრად ამარტივებს
ინტერიერი აღჭურვილია:
სავარძლები, სავარძლისწინა დიდი სივრცით მგზავრებში იწვევს მეტი სივრცისა და კომფორტის შეგრძნებას.
მეტი ადგილისთვის შესაძლებელია უკანა სავარძლების დიდ მანძილზე გასრიალება, რაც საბარგულისთვის ქმნის დამატებით სივრცეს, ასევე აადვილებს მანქანაში მგზავრების ჩასხდომას და გადმოსხდომას.
STARIA ასევე გთავაზობთ უამრავ მოსახერხებელ ადგილს მანქანაში, სადაც შეგიძლიათ მოათავსოთ ისეთი ნივთები, რასაც ყოველდღიურად იყენებთ, მაგალითად:ყავის ფინჯნები, დიდი ზომის ბოთლები სასმელებისთვის, სმარტფონები, საბავშვო სათამაშოები.
კარები ელექტრო მართვით
სტარიაში კარების გაღებისთვისა და დახურვისთვის საჭიროა მხოლოდ ჭკვიანი გასაღების თან ქონა. ჭკვიანი კარი გრძნობს თქვენს მიახლოვებას და ავტომატურად იხსნება.
საბარგულის კარი ელექტრო მართვით
ჭკვიანი გასაღების მიახლოვებისთანავე ავტომატურად იღება და იხურება საბარგულის კარებიც.
უსაფრთხოება:
საუკეთესო კლასის, მძღოლის დამხმარე მოწინავე სისტემებით STARIA წარმოადგენს კიდევ უფრო მეტი სიმშვიდის გარანტს.
სტარია აღჭურვილია უსაფრთხოების 6 ბალიშით, თითოეული სავარძელი კი სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედებით.სტარიაში ინტეგრირებულია Hyundai-ს თანამედროვე უსაფრთხოების სისტემა SmartSense-ი.
SmartSense-ის რამდენიმე ფუნქცია:
Staria-ს შეძენა ან დაჯავშნა ჰიუნდაი ავტო საქართველოს შოურუმში შეგიძლიათ. ანგარიშსწორებას კი შეძლებთ, როგორც ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე სასესხო პროდუქტების გამოყენებით.
„ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 1997 წლიდან Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია. კომპანიის სათაო ოფისი, შოუ რუმსა და სერვის ცენტრთან ერთად, რომლებიც უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და ტექნიკური მომსახურების ფართო ასორტიმენტს მოიცავს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანის #204-ში მდებარეობს.
დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ ან ფეისბუქ გვერდებს: www.hyundai.ge, https://www.facebook.com/hyundai.ge
R