ძლიერმა ქარმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში მოხუცთა თავშესაფარს სახურავი გადახადა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურები ადგილზე იმყოფებიან და მდგომარეობას შეისწავლიან.
კომისიის მუშაობის დასრულებამდე მოხუცთა თავშესაფრის შენობას დროებით გადახურავენ.