ავტორი:

"სამლოცველოდან დაიკარგა უდიდესი სიწმინდე, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი" - ეკლესიის განცხადება

"სამლოცველოდან დაიკარგა უდიდესი სიწმინდე, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი" - ეკლესიის განცხადება

ვარკეთილის ზემო პლატოს მე-10 კვარტალში მდებარე წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის სამლოცველოდან წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი დაიკარგა.

განცხადებას ამის შესახებ ეკლესიის "ფეისბუქ" გვერდზე აქვეყნებენ:

"ყურადღება მოხდა სამწუხარო ფაქტი! ამა წლის 13 იანვარს, ვარკეთილის ზემო პლატოს მე-10 კვარტალში მდებარე წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის სამლოცველოდან დაიკარგა (მოიპარეს), თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი სიწმინდე, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი (რომელიც ფოტოზეა ასახული). შეშფოთებას გამოვთქვავთ ამ უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ!

გთხოვთ, გააზიაროთ და ხმა მივაწვდინოთ იმ ადამიანს, რომელმაც ნებსით თუ უნებლიედ ჩაიდინა ეს საქციელი და ვიმედოვნებთ გამოიჩენს კეთილგონიერებას და დაგვიბრუნებს სიწმინდეს, რომელიც ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია", - ნათქვამია განცხადებაში.