ავტორი:

ბელა ჰადიდი ნიუ იორკის ქუჩებში გაჭირვებულებს ქურთუკებს ურიგებს - "ვფიქრობდი მათზე, ვისაც სციოდა და ჩემსავით თბილი სახლი არ ჰქონდა"

ბელა ჰადიდი ნიუ იორკის ქუჩებში გაჭირვებულებს ქურთუკებს ურიგებს - "ვფიქრობდი მათზე, ვისაც სციოდა და ჩემსავით თბილი სახლი არ ჰქონდა"

სუპერმოდელმა ბელა ჰადიდმა სოციალური კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც, ნიუ-იორკის გაჭირვებულ მაცხოვრებლებს უფასოდ ქურთუკებს დაურიგებს.

ქველმოქმედი მოდელი "ინსტაგრამის" პოსტის საშუალებით ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ყურამდე მიაღწიოს ამ ამბავმა, რათა სხვებმაც შეიტანონ წვლილი სურვილის ქონის შემთხვევაში.

"რამდენიმე კვირის წინ შუაღამეს გამეღვიძა და უამრავი ქურთუკი და პალტო გამოვიწერე ონლაინ. წინა ღამით, ნიუ-იორკის ქუჩებში ვსეირნობდი, მთლიანად გაყინული ვიყავი და ამ ქალაქში მაცხოვრებელ იმ 50 000 ადამიანზე ვფიქრობდი, ვისაც ჩემზე მეტად სციოდა და ჩემსავით თბილი სახლი არ ჰქონდა, რომ წასულიყო. ძალიან ვწუხვარ როცა ამაზე ვფიქრობ, ნეტა მეტის გაკეთება შემეძლოს ამ ადამიანებისთვის", - წერს ბელა.

ბელა ჰადიდი ამბობს, რომ ნიუ იორკელებს ქურთუკები მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დაურიგდებათ.

მოამზადა ანა სიბოშვილმა