ავტორი:

"სამარცხვინო პროკურორს ასამართლებინებთ სახელმწიფო ინსტიტუციების აღმშენებელს" - თაკო ჩარკვიანს სააკაშვილის პროცესი დაატოვებინეს

"სამარცხვინო პროკურორს ასამართლებინებთ სახელმწიფო ინსტიტუციების აღმშენებელს" - თაკო ჩარკვიანს სააკაშვილის პროცესი დაატოვებინეს

დეპუტატ თაკო ჩარკვიანს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაატოვებინეს. ის მანდატურმა გაიყვანა სხდომათა დარბაზიდან.

სხდომის დატოვებამდე თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ სირცხვილია გაასამართლოს სამარცხვინო პროკურორმა სახელწიფოს აღმშენებელი დამოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს მიმართა, რომ “ამაზე ნუ მოაწერს ხელს”.

"კორუფციონერი პროკურორი სამშობლოს მოღალატეა, აბა რა არის?! სირცხვილია სამარცხვინო პროკურორს ასამართლებინოთ სახელმწიფო ინსტიტუციების აღმშენებელი. მე მიშას მოწიანაღმდეგე ვიყავი 9 წელი, მაგრამ ახლა, რუსეთის კორუფციონერების ხელში ჩავარდა ქვეყანა", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

სხდომის დატოვებამდე მოსამართლემ ჩარკვიანს და ზოგადად, დარბაზში მყოფებს მიმართა. “თუ მიგაჩნიათ რომ ეს პროცესი სამარცხვინოა და ფარსია და საკუთარი ნებით ნუ ჩაერთვებით ამ “ სარცხვინო პროცესში”. დარჩით სახლში და უყურეთ ტელევიზორიდან. ის, რომ ისტორიული პროცესია ამის შეხსენება არ მინდა”, - განაცხახა მოსამართლემ.