ავტორი:

"ვაპირებ სფერო შევიცვალო" - რას ამბობს ნათია თურნავა თანამდებობის დატოვების შემდეგ

"ვაპირებ სფერო შევიცვალო" -  რას ამბობს ნათია თურნავა თანამდებობის დატოვების შემდეგ

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გადადგა. მან მადლობა გადაუხადა სამთავრობო გუნდს და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.

"დიდი მადლობა ჩვენს გუნდს, მადლობა სამინისტროს გუნდს, ჩემთვის დიდი პატივი იყო ის ნდობა, რაც გუნდმა გამომიცხადა. 3 წლის განმავლობვაში ვიყავი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი. ახალი ინიციატივების დრო მოდის, ახალი გამოწვევებია. დარწმუნებული ვარ, ბატონი ლევანი იქნება წარმატებული ეკონომიკის მინისტრი. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, სურვილი მაქვს, სფერო შევიცვალო. ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები. კონკრეტიკა ჯერ არის, როგორც კი საბოლოო გადაწვეტილება იქნება, გაგანდობთ მედიას" - განაცხადა ნათია თურანვამ.