ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ ითვლება ბავშვებისთვის იდეალურ სათამაშოდ ფაზლები? რაში გამოიხატება მისი განსავითარებელი ფუნქცია და საერთოდ რისთვისაა საჭირო?
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფაზლები უკვე საუკუნეებიაა არსებობს, მათი ისტორია მე-18 საუკუნიდან იწყება, როდესაც ბრიტანელმა რუკების შემქმნელებმა ის ერთგვარი თავსატეხის სახით გამოიგონეს, რომელიც გეოგრაფიის სასწავლებლად გამოიყენებოდა. დროთა განმავლობაში ეს სახალისო თავსატეხი გადაიქცა აქტივობად, რომელიც ნებისმიერი სქესისა და ასაკის ადამიანს იზიდავს. ფაზლებს სიამოვნებით აწყობენ პატარებიც, ახალგაზრდებიც და ხანდაზმულებიც.
ბავშვის ასაკის ზრდასთან ერთად, რთულდება ფაზლების დეტალების რაოდენობაც. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ფაზლების აწყობას ბევრი უპირატესობა გააჩნია, წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.
1. მეხსიერების ვარჯიში
ფაზლების აწყობა ხელს უწყობს ტვინის ნეირონებს შორის არსებული კავშირების გაუმჯობესებას და ასტიმულირებს ახლის ფორმირებას. ვითარდება რეაქციის სიჩქარე, უმჯობესდება მეხსიერება, ფერებისა და ფორმების დამახსოვრების უნარი.
2. ვიზუალური და სივრცითი აღქმის გაუმჯობესება
ფაზლის აწყობისას, რთული ნაწილების ძიებაში, უნდა გახსოვდე ინფორმაცია მთლიანი სურათის შესახებ და სწრაფად უნდა შეძლო დეტალების ერთმანეთთან დაკავშირება. ასეთი პრაქტიკა ეხმარება ადამიანს ვიზუალური და სივრცითი აღქმის უნარის გაუმჯობესებაში.
3. IQ-ს ამაღლება
მიჩიგანის უნივერსიტეტის ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ფაზლები ხელს უწყობს „მოქნილი ინტელექტის“ განვითარებას, რომელიც მოიცავს სიტუაციურ სწავლებასა და აბსტრაქტულ აზროვნებას. ერთმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ დღეში მხოლოდ 25 წუთი თავსატეხების თამაშით შესაძლებელია IQ-ს ოთხი ქულით გაზრდა.
4. ხელს უშლის დემენციას და ალცჰეიმერის დაავადებას
ექიმებმა დაადგინეს, რომ არსებობს კავშირი განსავითარებელ თამაშებში გატარებული წლების რაოდენობასა და ალცჰეიმერის დაავადების განვითარების რისკს შორის. რაც უფრო მეტად დატვირთავთ ტვინს თავსატეხებით, მით უფრო ძლიერი იქნება ის სიბერეში.
5. სწავლობ ყურადღებას დეტალების მიმართ
ფაზლის აწყობა მოითხოვს სრულ კონცენტრაციას. ბევრი ფრაგმენტი მსგავსია და დეტალების მიმართ დიდი ყურადღებაა საჭირო.
Cubic fun-3D ფაზლები
სამგანზომილებიანი ფიგურების აწყობა ფაზლების ერთ-ერთი მიმდინარეობაა, რომელიც არ არის უბრალოდ გასართობი თამაში - ეს ნამდვილი ხელოვნებაა. პროცესში შეგიძლია შექმნა შენობები და ფიგურები, რომლებიც ისტორიული სიზუსტით ასახავს მსოფლიოს არქიტექტექტურულ შედევრებს, ოღონ მცირე მასშტაბებში.
სამგანზომილებიანი თავსატეხები რაღაც საშუალოა, კონსტრუქტორსა და ჩვეულებრივ ფაზლებს შორის. მთავარი განსხვავება კი ისაა, რომ მოცულობითი ფიგურები არა სიბრტყეზე, არამედ სამ განზომილებაში იწყობა. ასაწყობად არ გამოიყენება წებო, ფაზლის დეტალები კიდეების მეშვეობით ფიქსირდება, რაც საშუალებას იძლევა, სათამაშო რამდენჯერმე დაშალოთ და თავიდან ააწყოთ.
Cubic fun Industrial-ი წარმოადგენს წამყვან ნოვატორ ბრენდს, 3D ფაზლების წარმოების სფეროში. კომპანია სამხრეთ ჩინეთში დაფუძნდა და ამჟამად მისი პროდუქცია მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. საქართველოში Cubic fun-3D-ს ოფიციალური დისტრიბიუტორი სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "XS სათამაშოებია“, სადაც შეძლებთ შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის, ორიგინალი 3D ფაზლები და შეაგროვოთ მსოფლიოში ცნობილი ნაგებობების მოდელები.
არქიტექტურული და ისტორიული ძეგლების აწყობა ასევე ძალიან კარგი საშუალებაა, დააინტერესოთ ბავშვი და თამაში ერთგვარ შემეცნებით აქტივობად აქციოთ. აღმოაჩინეთ ფაზლების საოცარი სამყარო XS Toys-ის მაღაზიათა ქსელში და გადაეშვით საინტერესო მოგზაურობაში.