ავტორი:

"მხოლოდ სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება მაქვს" - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი

"მხოლოდ სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება მაქვს" - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი

"მე მოვდივარ სამეცნიერო პედაგოგიური წრიდან, მაქვს მხოლოდ სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება - არ მიმძიმს საუბარი წარსულის გამოცდილებაზე", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილმა ერთ-ერთმა კანდიდატმა, თამარ ალფაიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არავინ ელოდებოდა, რომ კონკურსი გამოცხადდებოდა და "პროცესში დამოუკიდებლად ჩაერთო".

"შექმნილი მაქვს სასწავლო პროგრამები სხვადასხვა მიმართულებით. ამჟამად სამეცნიერო კვლევებს ვატარებ კიბერუსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულირების და სხვა თანამედროვე ინფორმაციული სამართლებრივი საკითხების შესახებ. აქედან გამომდინარე, არ მიმძიმს საუბარი წარსულის გამოცდილებაზე და ვფიქრობ, ყველაზე ძვირფასი ადამიანური ღირებულებების დაცვისთვის, ყველაზე მთავარი პერსონალური მონაცემების დაცვაა. მადლობა, რომ უფრთხილდებოდით ჩემს პერსონალურ მონაცემებს, მე ვეცდები ყველას პერსონალურ მონაცემებს გავუფრთხილდე",- განაცხადა თამარ ალფაიძემ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს - ლელა ჯანაშვილსა და თამარ ალფაიძეს უსმენენ.